სამტრედიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამომრჩეველს ანგარიში ჩააბარა
თარიღი : 21-10-2013, 19:16 | კატეგორია: საზოგადოება

სამტრედიის კულტურის სახლში, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კახიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სპეციალურად ამ დღისთვის შეხვედრაზე სამტრედიის სოფლებიდან ავტობუსებით პედაგოგები ჩამოიყვანეს. კახიანმა ადგილობრივებს მისი დეპუტატობის პერიოდში განხორციელებული სამუშაოები გააცნო, მან ასევე ვრცლად ისაუბრა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებზე. მისი განცხადებით მომავალი წლის ბიუჯეტი მთლიანად სოციალური პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. მისივე თქმით,განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ასევე ჯანდაცვის სისტემის სრულყოფასა და განვითარებას.
"მნიშვნელოვანია,რომ ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემამ იკლოს. სწორედ ეს არის გათვლილი 2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით",–განაცხადა კახიანმა.
"მნიშვნელოვანია,რომ ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემამ იკლოს. სწორედ ეს არის გათვლილი 2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით",–განაცხადა კახიანმა.