ჭიათურის გამგებელმა ტრადიციულ თათბირზე დავალებები გასცა
თარიღი : 22-03-2016, 11:51 | კატეგორია: ახალი ამბები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა. თათბირს მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა 2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამები და სოფლებში ნიადაგის ხვნის პროცესის მიმდინარეობა იყო. მუნიციპალიტეტის გამგებელმა თითოეული წარმომადგენლისგან მოისმინა ინფორმაცია მათ თემში არსებული მდგომარეობის შესახებ. 2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასამართი შეხვედრები 50-ზე მეტ სოფელში უკვე ჩატარდა. რაც შეეხება ნიადაგის ხვნის პროცესს, ის დადგენილ ვადებში მიმდინარეობს. შეხვედრის ბოლოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სოფლის პროგრამებით განსახორციელებელი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა განხორციელდეს.