ქუთაისში ფრანკოფონიის კვირეული დაიწყო

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის კვირეული დაიწყო. კვირეული ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში უნივერსიტეტში სხვადასხვა, ისეთი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები მოეწყობა, როგორიცაა სტუდენტთა და პროფესორ -მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია, ფრანგულენოვანი ფილმების ჩვენება თუ ფრანგული ენის კონკურსი.კონკურსში j'aime le français სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეს ფრანგულენოვანი სამყარო მარტის თვეში აღნიშნავს. ფრანგული ენა ხუთ კონტინენტზე, დაახლოებით 274 მილიონი ადამიანისთვისაა მშობლიური ენა, მაგრამ ფრანკოფონიის კვირეული იმ ქვეყანებში აღინიშნება, სადაც მოსახლეობა ფრანგულად საუბრობს.
ფრანაკოფონიის დღესასწაულს საქართველოში ყოველწლიურად აღნიშნავენ. დაგეგმილი ღონისძიებები კი ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,ფრანკოფონია 2016“-ს ერთკვირიანი ღონისძიებით აღნიშნავს. დასკვნით ღონისძიებაზე სხვადასხვა კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა დაჯიოლდოვება გაიმართება. ასევე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრებიან საფრანგეთის ელჩი საქართველოში და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები.