Topnews.com.ge-სა და 'მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის' მორიგი ტრენინგი ხელედში
თარიღი : 21-03-2016, 21:24 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

"მაკლეინის ასოციაციის საკვირაო სკოლის" ფარგლებში, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS"–ის წარმომადგენლები ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. სააგენტოს დირექტორმა ქრისტი ქარჩხაძემ სკოლის მოსწავლეებს სააგენტოს საქმიანობის გაცნობის გარდა, ისეთ თემებზე ესაუბრა, რაც ახალი ამბების მომზადებას, გაშუქებას, კომუნიკაციას, მომავალი პროფესიის არჩევას და წარმატებული კარიერის დაგეგმვას ეხება. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თეორიული მასალა პრაქტიკული დავალებების საშუალებით აეთვისებინათ.
"მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის" არასამთავრობო ორგანიზაციაა. მის მიზანს საქართველოში განათლების გაუმჯობესება და მოსწავლეებისათვის სწავლის უკეთესი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. ასოციაციამ სტიპენდია დააწესა წარმატებული მოსწავლეებისათვის. მოსწავლეს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება ინგლისურსა და სხვა საგნებში, სკოლის დასრულების შემდეგ, შეუძლია განაცხადი გააკეთოს სტიპენდიის მიღებაზე, რის შედეგადაც მისი განათლების საფასურს მაკლეინის ასოციაცია დაფარავს.
"მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის" თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს წარმომადგენლები მსგავსი ტრენინგების ჩატარებას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისათვის გეგმავენ. თემაზე ვრცლად იხილეთ მარუსა ხურციძის სიუჟეტი.