'მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს',–ქუთაისის ხელისუფლება აქციას შეუერთდა
თარიღი : 21-03-2016, 19:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, მოადგილემ ბექა ყანჩელმა და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველმა დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღე მე-12 ბაგა ბაღში აღნიშნეს. ბაღში ამ სინდრომის მქონე პატარა აღსაზრდელი სწავლობს. ქუთაისის ხელისუფლების წარმომადგენლები პატარებთან ანიმაციური ფილმების გმირებთან და ნიღბების თეატრის მსახიობებთან ერთად მივიდნენ. დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბაღის აღსაზრდელებმა თეატრალური წარმოდგენა იხილეს. ქუთაისის ბაგა-ბაღებში მსგავსი ტიპის აღსაზრდელებისადმი შესაბამისი ადაპტირებული გარემოა შექმნილი.