Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი: შშმ ბავშვები უფრო მეტად დავაახლოვეთ ერთმანეთს

თარიღი : 21-03-2016, 19:40 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მეუღლესთან, მაკა სოხაძესთან ერთად, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრა.

იმერეთის გუბერნატორმა და შშმ პირებმა ქუთაისის მე–17 საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მშობლების მონაწილეობით დადგმული სპექტაკლი ნახეს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიდგა. ასევე, მხარის რწმუნებული დღის ცენტრში ,,ჯადოსნური სამყარო“ არსებული მდგომარეობით დაინტერესდა და ბავშვებისთვის განკუთვნილი ოთახები დაათვალიერა.

,, მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს და მე მათთან სამეგობროდ მოვედი. ეს ბავშვები ყველაზე გულწრფელი და თბილი ადამიანები არიან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყთ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას, სწორედ ამიტომ იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში შშმ პირების დღის ცენტრები გავხსენით და ბავშვები უფრო მეტად დავაახლოვეთ ერთმანეთს“–განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება. ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში, აღინიშნება.


ნანახია: 1375-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცნობისთვის, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2012 წლიდან აღინიშნება.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დაუნის სინდრომის მქონე 50 ბავშვი გუბერნიაში მიიღო. მათ გუბერნატორისგან საჩუქრები მიიღეს და
ახალი ამბების სააგენტო TOPNEWS.COM.GE გთავაზობთ ინტერვიუს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ირაკლი შენგელიასთან,
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, მოადგილემ ბექა ყანჩელმა და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების
ქუთაისში გაჭიანურებულ და მიტოვებულ სამუშაოებს საზოგადოება აპროტესტებს.

ამინდი