Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის უნივერსიტეტმა ჟურნალისტებს უმასპინძლა

თარიღი : 21-03-2016, 18:34 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის უნივერსიტეტმა ჟურნალისტებს უმასპინძლა და პროფესიული დღე მიულოცა.

მიმდინარე წელს უნივერსიტეტმა მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა აქტივობა და გასართობი პროგრამა შესთავაზა. მათ შორის კარაოკე და იუმორისტული სკეტჩები.

,,ვულოცავ ჩემს მეგობრებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს. მინდა, პირველ რიგში, ჰქონდეთ კარგი სამუშაო გარემო. მინდა, იყვნენ სამართლიანები, ობიექტურები და ეს წაადგება როგორც ქვეყანას, ისევე იმ გამოცემებს სადაც ისინი მუშაობენ,"- აცხადებს გაზეთ "იმერეთის მოამბეს" რედაქტორი ირმა მარდალეიშვილი.

ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებლის ლელა ქელბაქიანის თქმით, შეუძლებელია არ დაფასდეს ის დამსახურება, რაც ჟურნალისტებს საზოგადოების წინაშე მიუძღვით.

,,მინდა ყველა ქართველ ჟურნალისტს მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო, შეინარჩუნონ ობიექტურობა და იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. მინდა, ყოველივე საუკეთესო ჰქონდეთ როგორც პირად ასევე საზოგადო ცხოვრებაში,''- აცხადებს ლელა ქელბაქიანი.

მესამე წელია, რაც ქუთაისის უნივერსიტეტი ჟურნალისტებისათვის მსგავსი ტიპის ღონისძიებას ატარებს.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.

ნანახია: 2393-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ქალაქის საკრებულოს სხდომიდან ჟურნალისტებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

ამინდი