ობოლი და-ძმის დასახმარებლად სტუდენტებმა ღონისძიება გამართეს
თარიღი : 21-03-2016, 18:14 | კატეგორია: ახალი ამბები

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა ორგანიზაცია "წეროებმა" საქველმოქმედო კონცერტი გამართა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე მომღერალი სტუდენტები და პოეტი ახალგაზრდები თავიანთი შემოქმედებით წარსდგენ. პოეტებთან ერთად, ლექსები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმაც წაიკითხეს.
ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებდა და შემოსული თანხები მთლიანად, და-ძმა ელგუჯა და მარიამ ძოძუაშვილების დასახმარებლად გადაირიცხა.
"ჩვენ ვართ სტუდენტებისგან შექმნილი ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელის დახმარებით ვგეგმავთ საქველმოქმედო ღონისძიებებს უნივერსიტეტში. ეს ღონისძიება ეძღვნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს. ამასთანავე, შესაწირი ყუთით მოგროვებული თანხით დავეხმარებით ობოლ და-ძმა ძოძუაშვილებს, რომლებიც უსახლკაროდ არიან დარჩენილები,"-განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა თეონა კიკალიშვილმა.
მარუსა ხურციძე