ქუთაისში,პარლამენტის ტერიტორიაზე მინი ქალაქის მოწყობა იგეგმება
თარიღი : 21-03-2016, 16:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულომ მხარი დაუჭირა საკითხს, რომლის მიხედვით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული რაოდენობის ფართობი ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა.
ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საინვესტიციო კომპანია „აია ინტერაიმენტთან“, რომლის ორგანიზებითაც ქუთაისში, შესაძლოა, 270 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდეს.
აღნიშნული თანხით პარლამენტის მინდებარედ მინი ქალაქი მოეწყობა. იქნება ქალაქის ინფრასტრუქტურა თავისი გასართობი ცენტრებით, კაზინოებით, ავტოსადგომებით, სპორტული დარბაზებით და ა.შ, - განაცხადა შოთა მურღულიამ და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მოლაპარაკები მიმდინარეობს.მისი თქმით, მოლაპარაკებები აღნიშნული რაოდენობის თანხის ინვესტიციაზე მიდის, თუმცა, შესაძლოა, თანხის რაოდენობა შეიცვალოს.
მერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ინვესტიცია არ განხორციელდება, ტერიტორია კვლავ ქალაქს გაუბრუნდება. ასევე თუ ეკჯონომიკის სამინისტრო იონვესტორს ტერიტორიას მიყიდის თანხის ნაწილს ქუთაისი მიიღებს.