როდის გაგრძელდება მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი?
თარიღი : 21-10-2013, 18:41 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებით განხილვაზე დღეს, ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა.
ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, დღევანდელი პროცესი კომიკური იყო. ადვოკატის თქმით, ფინანსთა სამინისტროდან და აუდიტის სამსახურიდან წარმოდგენილმა მოწმეებმა, ასევე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათის სახლის ეპიზოდზე დაზარალებულად ცნობილმა მოწმემ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის უდანაშაულობა დაამტკიცეს.
პროკურორ ნათია სონღულაშვილის თქმით, კი ბრალდების მხარის მოწმეებმა აჩვენეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სახეზე იყო ამომრჩევლის მოსყიდვა. როგორც პროკურორი ამბობს, მომდევნო პროცესზე ფინანსთა სამინისტროს სხვადსხვა სამსახურის თანამშრომლებსა და სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ბენეფიციარებს დაკითხავენ.
აღნიშნულ საქმეზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპი 24 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.