"თქვენი თითოეული კრიტიკული გამონათქვამი ჩვენთვის მასტიმულირებელია"
თარიღი : 21-03-2016, 15:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიამ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა. ღონისძიებაა, რომელიც ქალაქის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა, პრესის, ტელევიზიის, რადიოსა და სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ვიდეო რგოლით გაიხსენეს და პატივი მიგეს ქუთაისში მოღვაწე და გარდაცვლილ ჟურნალისტებს.
" თქვენი თითოეული კრიტიკული გამონათქვამი ჩვენთვის მასტიმულირებელია. თქვენ არამარტო ქალაქის, არამედ ქვეყნის ღირსეული ნაწილი ბრძანდებით და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში,"- განაცხადა ქალაქის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.
მილოცვის ოფიციალური ნაწილის შემდეგ, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში მედიის წარმომადგენლებისათვის მიღება გაიმართა.
მარუსა ხურციძე