Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მადლობა იმისათვის, რომ არ გვაძლევთ მოდუნების საშუალებას',-იმერეთის გუბერნატორის მილოცვა

თარიღი : 21-03-2016, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. TOPNEWS.COM.GE მიმართვის ტექსტს სრულად გთავაზობთ.

"ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული პროფესიის მქონე ადამიანებს, ჟურნალისტებს, გილოცავთ თქვენს დღეს. ეს პროფესია მრავალმხრივ ცოდნას, გამოცდილებასა და დიდ შრომას მოითხოვს. შემთხვევითი არაა, რომ მედიას “მეოთხე ხელისუფლებასაც” უწოდებენ, რაც ჟურნალისტიკის ძალაზე მიუთითებს. საზოგადოება ყოველდღიურად სწორედ თქვენი მეშვეობით იგებს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ, ეს დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად სასიამოვნო მისიაა. ამ პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტურობის შენარჩუნება და პირადი ინტერესებისგან გათავისუფლებაა, მხოლოდ ასე მიიღება ნამდვილი ჟურნალისტური პროდუქტი, რომელსაც რაიმე სახის ღირებულება გააჩნია.

მე მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. ყოველთვის ვგრძნობ თქვენს მისწრაფებას ჭეშმარიტების დადგენისკენ. ასევე, მადლობა იმისათვის რომ არ გვაძლევთ მოდუნების საშუალებას და გვაძლევთ სტიმულს, რომ ჩვენი საქმე უფრო ეფექტიანად, ნაკლები შეცდომებით ვაკეთოთ.

წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. იყავით თავისუფლები, დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები. ასევე, ერთგულ და დიდ აუდიტორიას, ბევრ ექსკლუზივსა და ჯანსაღ გარემოში საქმიანობას გისურვებთ. მჯერა, რომ თქვენთან ერთად, თავისუფალი სიტყვის თქმით, ხელს შევუწყობთ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას," - ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.


ნანახია: 2476-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით გუბერნატორის აპარატი მილოცვის
მედიას ქვეყნის მშენებლობის გრძელვადიანი პროცესი ეფუძნება.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
'ძნელია დაასახელო პროფესია, რომელიც იმავე თავდაუზოგავ, უანგარო, გაბედულ შრომას მოითხოვს როგორიც მეხანძრე-მაშველია,'- ამბობს

ამინდი