'ბიზნესმენი ახლო ხედით',- გოგი ხაზარაძე

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას- ,,ბიზნესმენი ახლო ხედით“. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
რუბრიკის მორიგი სტუმარი კომპანია ,,კულინარი“-ს დირექტორი გოგი ხაზარაძეა. უკვე 16 წელია ბიზნეს საქმიანობითაა დაკავებული. 2000 წლიდან მეგობრებთან ერთად სადისტრიბუციო ქსელი შექმნა. ამის შემდეგ ნახევარფაბრიკატების ბიზნესის გაკეთების იდეა გაჩნდა. ნახევარფაბრიკატების კომპანია ,,კულინარი“ 2012 წელს შეიქმნა, რომლის დირექტორიც 2015 წლიდან გოგი ხაზარაძე არის. ამჟამად კომპანია 32 სახეობის ნახევარფაბრიკატს უშვებს და პროდუქციით მთელს დასავლეთ საქართველოს ამარაგებს.
,,დღეს ბაზარზე რა პროდუქტიც მოთხოვნადია, ყველას უშვებს ჩვენი კომპანია. ამას დიდი შრომა სჭირდება. ჩემი სამუშაო გრაფიკიც ასეთია- ძალიან დატვირთული, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვცდილობ ცოტა განვიტვირთო თუნდაც იმიტომ, რომ მეორე დღეს ისევ ისეთი ენერგიით შეძლო შრომა. ვცდილობ ძირითადად ოჯახთან ერთდ ვიყო. ხშირად გავდივარ მეუღლესთან და შვილებეთან ერთად. ხან კიდე შვილებს ,,მოვტეხავთ“ ხოლმე და მხოლოდ ჩვენ გავდივართ. ბედნიერი ვარ,თუ ოჯახთან ერთად ვახერხებ ყოფნას“-განაცხადა Topnews.com.ge-სთან საუბარში გოგი ხაზარაძემ.
გოგი ხაზარაძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.
ჩემი პირველი სამსახური იყო - 1992 წელს მაუდის წარმოებაში ვმუშაობდი. თბილისში გაგვქონდა ფერადი ძაფები და რეალიზებას ვუკეთებდით. ეს იყო პერიოდი,როცა ქვეყანა არ არსებობდა და რაღაც ქაოტურად მიდიოდა ცხოვრება.
პირველი ხელფასი იყო - მაუდის ძაფებით ხელფასი არ ამიღია, ძირითადად გამორჩენაზე იყო. მის საწარმოებლად თანხა დივიდენდით ავიღეთ,მოგებაც შესაბამისად გავანაწილეთ. რაც შეეხება პირველ ხელფასს- 2000 წელს ავიღე 150 ლარი. ეს მაშინაც კარგი თანხა იყო და ახლაც.
ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო-პროფესიით ეკონომისტი ვარ და ამ გადასახედოდან არაფერს შევცვლიდი. ზოგადად არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, რომლებიც ასე ამბობენ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ვირტუალური და არაფრის მაქნისია, დროის ტყუილად კარგვაა,რადგან ის დრო უკვე წასულია.
სამსახურში მივდივარ დილით, მაგრამ როდის მთავრდება ან რა შუალედები მაქვს არ ვიცი.
სამსახურში დღეს ვიწყებ ჩემს სამუშაო მაგიდასთან. ვნახულობ სად გადიან ჩვენი დისტრიბუტორები,რა გეგმა გვაქვს იმ დღისთვის და ჩვეულებრივ,როგორც დღე მოითხოვს ხოლმე.
როცა პენსიაზე ვიქნები - ვფიქრობ, ეგ ასაკი პირობითია,რადგან ხშირად მინახავს აქტიური, ასაკიანი ადამიანი და პირიქით, ახალგაზრდა,მაგრამ უფუნქციო. მთავარია ადამიანს მუდმივად გქონდეს ფუნქცია. როგორი იქნება ჩემი ცხოვრება 20-30 წლის შემდეგ არ ვიცი,მაგრამ აუცილებლად გამოვუნახავ ჩემს თავს საქმეს,თუ კი ჯანმრთელობა მომცემს შესაძლებლობას.
ყველაზე მეტად მეშინია - შიში არ უნდა მოუშვა შენამდე ადამიანმა. ერთადერთი რისიც შემეშინდება,ესაა საყვარელი ადამიანები მყავდეს კარგად. სხვა რამის დაკარგვის შიში არ არსებობს და ვერც მომერევა.
ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს.რადგან მე პრაქტიკული ადამიანი და გონებით მოქმედების მომხრე ვარ. ვფიქრობ, თუ რეალურ მიზანს დაისახავ, აუცილებლად მიაღწევ. თუ არა და მერე ან ბუნებას დააბრალებ ან სხვა ადამიანს. არადა უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატების და წარუმატებლობის მიზეზი ყოველთვის ხარ შენ. მთავარია რეალური მიზნის დასახვა,თორემ სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებს ყოველთვის ვიპოვით.
კარიერის მისაღწევად საჭიროა-აუცილებელია განათლება და მიზანდასახულობა. შეიძლება გამართლებაც, მაგრამ მისი პროცენტული წილი ამ ყველაფერში შეიძლება მცირე იყოს. მთავარია ყველაფერი სწორად დაგეგმო, კარგად შეისწავლო გარემო ფაქტორები და მერე იმოქმედო. ეს ყველაფერი კი,თავისთავად განაპირობებს წარმატებას.
საყვარელი სადღეგრძელო- იყო პერიოდი, როცა ამ ყველაფერს დიდ დროს ვუთმობდი -90-იანებში, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი არ გამომადგებოდა. საერთოდ, ყველა დროსტარება მაშინაა გამართლებული,თუ ადამიანი იღწვი,დაიღალე და ამის მერე ცდილობ ცოტა განტვირთვას. ეს ყველაფერი ყოველდღიური და წრეგადასული არ ვარგა. ამ ბოლო დროს დიდ სუფრებს და ტრაფარეტულ სადღეგრძელოების თქმას გავურბივარ. ახალგაზრდებსაც მოვუწოდებ,რომ ცხოვრების აზრი არის სხვა რამეში განათლებაში, პროფესიონალიზმში...და ამ ყველაფერს ისე რონ მიხედონ, როგორც საჭიროა, მაშინ დიდი სუფრებისთვის ნაკლებად ეცლებათ.
ინფორმაციას ვიღებ ინტერნეტით და მცირედ, ტელევიზიით.
ახლა ვკითხულობ- ადრე უფრო ვახერხებდი,მაგრამ ახლაც ვცდილობ დრო გამოვნახო ამ ყველაფრისთვის. ახლა ვკითხულობ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობებს. მამას ჰქონდა ძალიან კარგი კოლექცია წიგნები და ვცდილობ მეც შევამატო. ჩემი ბიჭი 11 წლისაა და ვდილობთ ჩვენი ბიბლიოთეკიდან,პერიოდულად მივაწოდოთ ის ლიტერატურა, რაც მისი ასაკისთვის აუცილებელი და საჭიროა.
ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი - ბედნიერი ვარ, რომ საქარველოში ვცხოვრობ. თუმცა არ მომწონს ის სიტუაცია, რაც ბოლო წლებია ქვეყანაშია. ქვეყანა,სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი არის ის, სადაც იქნება დემოკრატია და ადამიანს შეეძლება მისი ნიჭის სრულად რეალიზება და მისი შრომაც სათანადოდ დაფასდება.
ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ მოქმედებაში, როცა დილა თენდება და ვიწყებ ჩემი თვაის რეალიზებას. ასევე, კომფორტულად ვარ სახლში, როცა დაღლილი მივდივარ და შინ ცოლი, შვილები და დედა მელოდება.
ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა -ბადმინტონის ჩემპიონი ვიყავი ბავშვობაში. მე საბჭოთა ბავშვობიდან მოვდივარ და ,,საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი“ იყო ჩემი წოდება,რომელიც მივიღე. ძალიან მიყვარს ასევე ფეხბურთი.
საყვარელი სპორტსმენი-მარადონა, ძლიერი ფეხბურთელი იყო.
საყვარელი სპორტული გუნდი- მიუნხენის ბაიერნი, ძალიან მომწონს მაგათი ხასიათი, რადგან ბოლო წუთამდე არ აქვთ ხელი ჩაქნეული და შეუძლიათ შედეგი შეცვალონ.
საყვარელი ფილმი-ფილმის ყურებისას ორი საათი უნდა გაატარო უქმად,ტელევიზორთან და სამწუხაროდ,მე ამის ფუფუნება არ მაქვს.