სოფელ ქვიტირში იტალიური წარმოების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენა მოეწყო
თარიღი : 20-03-2016, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში, იტალიური წარმოების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენა მოაწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი ფირმები იღებდნენ. ადგილზე მისულ სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ, თანამედროვე სტანდარტების მქონე ტექნიკა დაეთვალიერებინათ და იტალიური მწარმოებლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინათ.
ღონისძიების მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და აღნიშნულ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენდა.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენას, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იმერეთისა და სხვადასხვა მხარის გუბერნატორები ესწრებოდნენ.