Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი აბაშიშვილმა 'სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის' ლექციების რეგიონული ციკლი გახსნა

თარიღი : 20-03-2016, 13:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ „სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის“ რეგიონული საჯარო ლექციების ციკლი გახსნა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისათვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტში, რომელიც სახელმწიფო მოწყობის საკითხებზე დისკუსიებს და საჯარო ლექციებს ითვალისწინებს, ჩართული იყვნენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები, რადგან სახელმწიფო მოწყობისსაკითხებიდღეს ძალიან აქტუალურია და მასზე კვალიფიციური დისკუსია აუცილებელია.

როგორც პროექტის დირექტორმა, პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა განაცხადა, ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი გაგების, აზრის ჩამოყალიბებას. „დემოკრატიული საზოგადოება მხოლოდ მაშინ შედგება, როცამისი თითოეული წევრი მონაწილეობას იღებს სახელმწიფო მოწყობის პროცესში და ეს პროცსი არ მოიცავს მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობას“ - აღნიშნა მამუკა ბერიაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას.

,,ჩემთვის დიდი პატივია თქვენს უნივერსიტეტში სტუმრობა,რადგანაც ქუთაისის უნივერსიტეტიდან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული და თანამშრომლებიც გვყავს,“-განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორმა ნინო დოლიძემ.

ლექციები 11 თვის განმავლობაში ჩატარდება და დემოკრატიის, კონსტიტუციური და სოციალური სახელმწიფოს, ადამიანთა უფლებების, აღიარების და რელიგიის ფილოსოფიის თემატიკაზე ლექციებს წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები: შტეფანგოზეპატი, ანდრეას არნდტი, მათიას კუმი, გეორგ ლომანი, თეო კობუში, ლუდვიგ ზიპი, მიხაელ კვანტე და მარკუს გაბრიელი.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 1435-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა მამუკა ბერიაშვილმა და გიორგი მაისურაძემ
სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის მიზანი სკოლის მოსწავლეებში ქვეყნის ძირითადი კანონის - კონსტიტუციის ცოდნის
ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით მეუღლესთან გეორგ-რენე მაქსიმოვსკისთან ერთად
რექტორმა უნივერსიტეტის მიერ სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსის შედეგად ამავე სასწავლებლის

ამინდი