პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ქუთაისში კონკურსის 'მე და კონსტიტუცია' მეორე ტური გახსნა
თარიღი : 19-03-2016, 16:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

პრეზიდენტის ინიციატივით, რეგიონებში კონკურსი „მე და კონსტიტუცია" მიმდინარეობს.
პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით და ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიის" ორგანიზატორობით ხორციელდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის მიზანი სკოლის მოსწავლეებში ქვეყნის ძირითადი კანონის - კონსტიტუციის ცოდნის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.
კონკურსის მეორე ტურის პირველი თამაში დღეს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრო და კონკურსის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
დღეს გამართულ კონკურსში, პირველ ტურში გამარჯვებული სკოლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც კონსიტუციის თემაზე ვიდეორგოლები მოამზადეს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დღეს ვნახეთ, რომ აქტიურობა ძალიან დიდია, რაც ძალიან სასიხარულოა.
კონსტიტუცია საქართველოს თითოეული მოქალაქის ყოველღღიური ცხოვრების სახელმძღვანელოა და მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა იცოდნენ, არა მხოლოდ ის რა წერია ამ ძირითად კანონში არამედ, მნიშვნელოვანია მათი აზრი და იდეებიც თუ რა უნდა ეწეროს მასში", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პროექტის მიხედვით, უფროსი კლასების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები ერთმანეთს კონსტიტუციის ცოდნაში ბრეინ რინგის პრინციპით შეეჯიბრებიან.
მეორე ტურის გამარჯვებულები ფინალში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც თავის მხრივ სამ გამარჯვებულს გამოავლენს. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი პარიზსა და სტრასბურგში გაემგზავრება, მეორე და მესამე ადგილის პრიზიორები საჩუქრად ნოუთბუქებსა და პლანშეტურ კომპიუტერებს მიიღებენ.
თიკო ძოძუაშვილი