'ქუთაისმა' ქომაგის მხარდაჭერით ოვერტაიმში მოიგო, 'ბათუმმა' კი 'დინამოს' სძლია
თარიღი : 19-03-2016, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საქართველოს საკალათბურთო პირველობაზე სუპერლიგის 22-ე ტური ბათუმსა და ქუთაისში გამართული მატჩებით დაიწყო.
იმერეთის დედაქალაქს „მგზავრები“ ესტუმრა და შეხვედრა დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში გაგრძელდა, საბოლოოდ კი იმერელთა გამარჯვებით დასრულდა.
აჭარაში ადგილობრივმა გუნდმა ცხრილში გვერდში მყოფი „დინამო“ 10 ქულით დაამარცხა და „ქუთაისთან“ ერთად სუპერლიგის ლიდერად დარჩა.
ქუთაისში გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მართალია, ქუთაისელებმა მესამე პერიოდში 13-ქულიან ლიდერობას მიაღწიეს, მაგრამ დროებით – ამერიკელი ლეგიონერების – რეჯი მერფის, ქაშიმ რენსომისა და ავთო ლომინაშვილის შედეგიანობით “მგზავრებმა” ანგარიში გაათანაბრეს და ბოლო პერიოდში მცირედით დაწინაურდნენ კიდეც. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. შეხვედრის 40 წუთის ბოლოს ფრე – 73:73 დაფიქსირდა.
ოვერტაიმში მასპინძლებმა მეტი მობილიზება გამოავლინეს და საკუთარი ქომაგის მხურვალე მხარდაჭერის ფონზე გამარჯვების მოპოვებაც მოახერხეს – 85:81.
ბათუმში მასპინძლებმა პირველი პერიოდი 26:13 მოუგეს „დინამოს“ და ეს უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს. ლეონიდ სტეპანიშინის შედეგიანობით აჭარულ გუნდს დარჩენილ დროში პრობლემა არ შექმნია. მომდევნო 3 პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით – 84:74 დასრულდა. 24 ქულით ლეონიდ სტეპანიშინმა ბომბარდირობა არავის დაუთმო, აკაკი დვალიშვილმა კი ბათუმელებს 15 ქულა და 9 მოხსნა მიაშველა. ბათუმელთა მეორე ამერიკელი ლეგიონერის, იგორ კრივცოვის ანგარიშზე 15 ქულა და 5 მოხსნა დაგროვდა. 22-ე ტური დღეს თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, 2 მატჩით დასრულდება: “სოხუმი”, “რუსთავს” შეხვდება, “აკადემია” კი “ოლიმპს” ეთამაშება.