საიდან შემოაქვთ საქართველოში ხილ-ბოსტანი და რამდენად უსაფრთხოა ის?

საიდან ხდება იმ ბოსნეულისა და ხილის იმპორტი, რომელსაც ქუთაისის მოსახლეობა სისტემატიურად ყიდულობს, ვინ არის მათ ხარიხზე პასუხისმგებელი და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი უვარგისია?. topnews.com.ge აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცადა.
ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელი- „Foodmart”-ია . აღნიშნულ წამყვან სუპერმარკეტში იშვიათად ხდება, რომ არასეზონური ხილი ან ბოსტნეული გაყიდვაში ჩაშვებული არ ჰქონდეთ და მომხმარებლისთვის პროდუქციას ეტაპობრივად არ აახლებდნენ.
საიდან ხდება ყველაზე მოთხოვნადი ბოსტნეულებისა და ხილის იმპორტი საქართველოში და კონკრეტულად ქუთაისში, ამის გარკვევას თქვენთვის topnews.com.ge შეეცადა.
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე „Foodmart”-ში კითხვაზე, თუ საიდან შემოაქვთ პროდუქტი, რომელსაც აწერია „უცხოური“, განაცხადეს, რომ ქუთაისს თბილისის ფილიალი უგზავნის პროდუქციას, ხოლო თავად თბილისში რომელი ქვეყნებიდან ჩადის, ამაზე ინფორმაციას არ ფლობენ.
კითხვა დამაბნეველი აღმოჩნდა ასევე ცენტრალური “Foodmart“-ისთვისაც. ხილ-ბოსტნის კატეგორიის მენეჯერმა “Topnews”-თან საუბარში განაცხადა, რომ კონკრეტულად რომელი პროდუქტი რომელი ქვეყნიდან ჩამოდის, ამაზე ინფორმაციას არ ფლობს და თავად მათ “Foodservice” ამარაგებს.
„ჩვენ „Foodmart”-ს ოფიცილურად პროდუქტს „Foodservice” გვაწვდის, მაგრამ კონკრეტულად არ ვიცი რა ფირმებიდან ყიდულობენ ისინი. ერთი ვიცი, რომ კიტრი, პომიდორი და ბადრიჯანი თურქეთისაა,"-განაცხადა “Foodmart”-ის ხილ-ბოსტნის კატეგორიის მენეჯერმა ალეკო წურწუმიამ.
როგორც ქუთაისში, ისე თბილისში „Foodmart”-ის ადმინისტრაციის განცხადებით, პროდუქციის შემოწმება სუპერმარკეტების ადმინისტრაციის კომპეტენციაში არ შედის და აღნიშნულზე პასუხისმგებლობა მიმწოდებელს ეკისრება.
„ჩვენ შემოწმებას ცალკე ესე არ ვატარებთ, მაგრამ თვითონ „foodservice”- ს თავისი წარმოება აქვს და იქ შეიძლება კეთდებოდეს მისი ანალიზი,ზუსტად ვერ გეტყვით. საქართველოს კანონმდებლობით როგორც არის გათვალისწინებული შემოწმება საბაჟოზე, ეს ხდება და ამ შემოწმების შემდეგ შემოდის ჩვენთან პროდუქცია,"- აცხადებს ალეკო წურწუმია.
მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტების მიერ პროდუქცია არ მოწმდება, წურწუმიას მტკიცებით, მის უხარისხო პროდუქტით გამოწვეული კლინეტის უკმაყოფილება არ ახსოვთ.
„თბილისში ჩვენ 50 მაღაზია გვაქვს და ჯერ ესეთი პრობლემა არ გვქონია," -აცხადებენ “Foodmart”-ში.
აღნიშნულს ვერ ვიტყვით ქუთაისის “Foodmart”-ის ფილიალზე. 2014 წლის ივლისში „სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექცირების“ დეპარტამენტმა სხვადასხვა ობიექტში და აღნიშნულ სუპერმარკეტში რიგი პრობლემები აღმოაჩინა, რის გამოც ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დააჯარიმა.
“აღნიშნულ საწარმოებში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები: ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის, სანიტარიული ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა; ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს პროდუქციის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი კვლევის ოქმები; შენობები არ იყო დაცული მღრღნელებისა და მწერებისაგან”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში“ (წყარო- “netgazeti” ).
მსგავსი დარღვევები ქუთაისის “Foodmart”-ში ბოლო წლების მანძილზე ოფიციალურად არ დაფიქსირებულა.
მსგავსი ტიპის დარღვევისათვის ჯარიმებისა და სანქციების საკითხზე გვესაუბრება „მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცენტრის“ წარმომადგენელი ლელა ბერძული. მისი განმარტებით, სუპერმარკეტებსა თუ სხვადასხვა ბიზნეს ობიექტებზე შემოწმება ეტაპობრივად, სპეციალურად, ტენდერით შერჩეული ჯგუფის მიერ ყოველთვიურად ტარდება, როგორც მომხმარებლის ოფიციალურ მიმართვაზე, ისე ცენტრის ინიციატივით.
"დარღვევის შემთხვევაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს მივმართავთ, რომელიც დარღვევის ტიპიდან გამომდინარე, სხვადასხვა სანქციას იყენებს," - აცხადებს ბერძული.
“Topnews” "Foodservice”-ს დაუკავშირდა ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა იმის შესახებ, როგორ და საიდან ხდება საქართველოში იმ პროდუქტის იმპორტი, რომელიც სეზონის მიუხედავად, დახლებზე ყოველთვის გვხვდება და არცთუ ხელმისაწვდომ ფასად. უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე აღნიშნული დოკუმენტაცია ჩვენთვის ორგანიზაციას არ მოუწოდებია.
მარუსა ხურციძე