"ქუთაისში თუ ასეთ აქციას მოვესწრებოდი, ნამდვილად არ დამესიზმრებოდა"
თარიღი : 18-03-2016, 14:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე მიუღებლად მიიჩნევს ,,იდენტობის" აქციას, რომელიც დღეს ქუთაისში პარლამენტის შენობასთან გაიმართა.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა რომ მსგავსი აქცია ქუთაისში გაიმართებოდა.
,,ჩემთვის მსგავსი აქცია მიუღებელია. ქუთაისში თუ ასეთ აქციას მოვესწრებოდი ნამდვილად არ დამესიზმრებოდა. მე უარყოფითად ვუყურებ ამ ყველაფერს.
შეკრების თავისუფლება არის, ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონიც მივიღეთ. არაფერს არ ვუშავებთ მათ და ვიცავთ მათ უფლებებს, მაგრამ დემონსტრაციას, დროშების ქნევას და რაღაც-რაღაცეების გამოფენას, ჩემს ქალაქში ნამდვილად არ მივესალმები", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
დღეს, "იდენტობამ" ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ს ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით საჯარო-საორგანიზაციო კომისიის შექმნას აპროტესტებს.