აწსუს სტუდენტურ თვითმმართველობაში საკუთარ ბიუჯეტზე ინფორმაცია არ აქვთ
თარიღი : 18-03-2016, 12:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

უკანასკნელი კვირების განმავლობაში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილის მხრიდან აქციები სისტემატიურად იმართება. სტუდენტების პროტესტი უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ თანხების არამიზნობრივმა ხარჯვამ გამოიწვია. როგორი ვითარებაა ამ მხრივ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსისტეტში? ამის გარკვევას Topnews.com.ge შეეცადა.
როგორ, სად, რამდენი და ვისთვის იხარჯება თანხები თვითმმართველობის მხრიდან უნივერსიტეტში და რამდენად გამჭვირვალეა თანხების ათვისების პროცესი? ამას უფრო ვრცლად აწსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ოკრიბელაშვილი ქვემოთ მოცემულ ინტერვიუში განმარტავს.
რამდენ ლარს შეადგენს წერეთლის უნივერსიტეტის თვითმმართველობის ბიუჯეტი?
-სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტი ასე მკაფიოდ არ განისაზღვრება. ანუ როგორც "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში არის ჩაწერილი, თვითმმართველობას შეუძლია დახარჯოს უნივერსიტეტის მთლიანი ბიუჯეტის 1%-მდე. ეს ნიშნავს, რომ თუ მაგალითად უნივერსიტეტის ბიუჯეტი შეადგენს 17 000 000 ლარს, თვითმმართველობას მისი 1% ანუ დაახლოებით 170 000 ლარი შეუძლია დახარჯოს.თუ უნივერსიტეტის ბიუჯეტი დაბალია, ჩვენი დაფინანსებაც იკლებს.
თანხის ათვისება წლიურად მთლიანად ხდება?
აპრილში გავა ერთი წელი, რაც მე ვარ თვითმმართველობის პრეზიდენტი და ამ პერიოდში თანხა ასათვისებელი არ დაგვრჩენია, ეს ლიმიტი სრულად ათვისებულა.
გვესაუბრეთ სტუდენტური თვითმმართელობის დეპარტამენტების ფუნქციასა და დაფინანსებაზე, ასევე, "სტუდენტური დღეების" ბიუჯეტზე.
"სტუდენტური დღეების" ღონისძიებების დაფინანსება დეპარტამენტიდან არ ხდება, ამისთვის საჭირო თანხა ცალკეა გაწერილი. წლევანდელ სტუდენტურ დღეებზე 10 000 ლარამდე დაიხარჯა. რაც შეეხება დეპარტამენტებს, სულ გვაქვს 4 დეპარტამენტი: კულტურის, სპორტის, სამეცნიერო და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტი. აქედან ყველაზე დიდი თანხა ორ დეპარტამენტში იხარჯება. ესენია: კულტურისა და სამეცნიერო დეპარტამენტები, სადაც დაახლოებით 50-50 000 ლარი ნაწილდება. რაც შეეხება იმას, თუ რას ემსახურება ეს დეპარტამენტები, მაგალითად სამეცნიერო ფონდში ნებისმიერი სტუდენტისთვის ტარდება ტრენინგები, სემინარები, შეხვედრები და ა.შ. რაც შეეხება სპორტის დეპარტამენტს, აქ იხარჯება ყველაზე ნაკლები თანხა და არის ყველაზე დიდი აქტივობა. სპორტის დეპარტამენტში შედის შეჯიბრებები, ჩემპიონატები, სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები. აღნიშნულ დეპარტამენტში წელიწადში საშუალოდ 8 000 ლარი იხარჯება. სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის საშუალებით ეტაპობრივად ფინანსდებიან ის სტუდენტები, რომლებიც სოციალურად დაუცველები ან დევნილები არიან. ასევე, ფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც შესაბამისი ცნობით მოგვმართავენ რომ ესაჭიროებათ ოპერაცია და ა.შ.
წამახალისებელი ბანაკები თუ ეწყობა სტუდენტებისთვის და რა სიხშირით?
წელს ბაკურიანის ბანაკი მოეწყო 100%-იანი გრანტის მფლობელი პირველკურსელებისთვის. 100%-იანი დაფინანსების სტუდენტები, საახალწლო გათამაშებაში გამარჯვებული 3 სტუდენტი და 3 პირველკურსელი,რომლებიც პირველად გაწევრიანდნენ სტუდენტურ თვითმმართველობაში, 15-დან 17 თებერვლამდე გავუშვით ბანაკში. ბანაკი 2400 ლარით იყო დაფინანსებული და მასში 23 სტუდენტი მონაწილეობდა. ჯერ-ჯერობით მეტი ბანაკის მოწყობა არ იგეგმება. თუკი რაიმე გაკეთდება, გაკეთდება საჯარო აპლიკაციით. ნებისმიერ მსურველს შეეძლება შეავსოს კითხვარი და შესაბამის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.
ცნობისთვის, გიორგი ოკრიბელაშვილი განმარტავს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის 2015 წლის ბიუჯეტის ნაწილი 150 000 ლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისათვის არ აქვს.
ესაუბრა მარუსა ხურციძე