დასუფთავების აქცია იმერეთის გუბერნატორისა და თერჯოლის გამგებლის მონაწილეობით
თარიღი : 18-03-2016, 11:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

17 მარტს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა და ბანერები დაიდგა წარწერით „სუფთა გარემო ჩვენი ღირსების საქმეა – ნუ დაანაგვიანებთ!". აქციაში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენლები. ასევე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და ა(ა)იპ თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის თანამშრომლები მონაწილობდნენ.

აღნიშნული აქცია პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში გაიმართა. პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების” ინიციატივითა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.