Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში მოსახლეობის საჭიროებების კვლევა გრძელდება

თარიღი : 17-03-2016, 18:25 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამაღლების, ბზვანისა და საპრასიის მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს. შეხვედრის მიზანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების გამოყოფა და დაგეგმვა იყო.

აღნიშნული შეხვედრისას, პრიორიტეტად ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის ცენტრის მოწესრიგება, შინმოუსვლელთა მემორიალის დადგმა, საბავშვო ბაღისთვის ახალი ჭიშკრის შეძენა და რამდენიმე უბანში შიდა გზების მოსწორება - დახრეშვა გამოიყო.

მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბზვანში მთავარ საკითხს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, საბოგირე გადასასვლელების მოწყობა და ერთი კილომეტრი სიგრძის წყლის მილების შეძენა წარმოადგენს.

რაც შეეხება საპრასიას, აქ მოსახლეობის სურვილი საპრასია-რომანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, მილების შეძენა სასმელი წყლის სათავე-ნაგებობიდან სოფლის ცენტრამდე მოყვანის მიზნით, ცენტრალური საავტომობილო გზის გრეიდერით გადასწორება და მისი დახრეშვაა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების თქმით, პროექტები და ხარჯთაღრიცხვები უახლოეს მომავალში მომზადდება. ტენდერის გამოცხადებისა და გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ კი მოსახლეობისათვის პრიორიტეტული საკითხების მოგვარება ინტენსიურად დაიწყება.


ნანახია: 1414-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით ინტენსიურად მიმდინარეობს და
ვანის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრების
ქუთაისში გაჭიანურებულ და მიტოვებულ სამუშაოებს საზოგადოება აპროტესტებს.

ამინდი