გამკაცრებული რეგულაციები ხორცპროდუქტებით მოვაჭრეებს
თარიღი : 17-03-2016, 17:00 | კატეგორია: ახალი ამბები

2017 წლის იანვრიდან საქონლის ხორცისა და პროდუქტების ეტიკეტირების ახალი წესები ამოქმედდება.
შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა და ის საქონლის ხორცპროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე ვრცელდება. მათ შორის, საცალო ვაჭრობაზეც.
საცალო ვაჭრობაში ინფორმაცია ხორცის ნაჭრებთან უნდა განთავსდეს ისე, რომ მომხმარებელმა სხვადასხვა წარმოშობის ხორცი ადვილად განასხვაოს.
კონტროლს აღნიშნული რეგლამენტის შესრულებაზე სურსათის უვნებლობის ეროვნული სამსახური განახორციელებს, თუმცა ის გარევაჭრობას არ მოიცავს.
„გარევაჭრობა კანონით აკრძალული ქმედებაა, მის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სტრუქტურები არსებობენ. ჩვენს სამსახურს ამის უფლებამოსილება არ გააჩნია,"-აცხადებენ სურსათის უვნებლობის სამსახურში.