უფასო კონსულტაცია ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას
თარიღი : 17-03-2016, 16:37 | კატეგორია: ახალი ამბები

ვანის მუნიციპალიტეტში, შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივებისთვის უფასო გასინჯვები მოეწყო.
აქცია მიზნად მოსახლეობის უკეთეს მომსახურებას ისახავდა და შპს. ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ვანის კლინიკის მენეჯერის ხათუნა მესხის ორგანიზატორობით მოეწყო.
მოსახლეობას კონსულტაციები სხვადასხვა პროფილის ექიმებმა გაუწიეს. მათ შორის: პედიატრმა, გინეკოლოგმა, ექოსკოპისტმა, ოტოლარინგოლოგმა ოფთალმოლოგმა და დერმატოლოგმა.
გასინჯვების შედეგად ოფთალმოლოგიური და ოტოლარინგოლოგიური პათოლოგიის მქონე საოპერაციო პაციენტები გამოვლინდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი აქციის დროს გამოვლენილი შემთხვევების შედეგად, ორი თვის გამმავლობაში კლინიკაში 25 ოფთალმოლოგიური ოპერაცია გაკეთდა.
როგორც შპს. ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ვანის კლინიკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ამ ტიპის აქცია ერთჯერადი არ იქნება და პერიოდულად მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.