Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაგრატ ნანსყანი-იფხის წმინდა გიორგის ხატის მცველი

თარიღი : 17-03-2016, 14:44 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
მესტიის რაიონ სოფელ ლატალში მე-11 საუკუნით დათარიღებული იფხის წმინდა გიორგის ხატი ინახება. ხატი ცნობილია იმით, რომ გადმოცემის თანახმად მასზე დალოცეს თამარ მეფე მეფედ კურთხევის ცერემონიალზე. ამ ხატზე საუბრობს ექვთიმე თაყაიშვილიც, სვანეთში მოგზაურობისას გააკეთებულ ჩანაწერებში.
http://topnews.com.ge/photo/news/20160317153253.png

აღნიშნული სიწმინდე ადგილობრივი მკვიდრის, ბაგრატ ნანსყანის ოჯახში ათეული წლებია საპატიო ადგილს იკავებს. მან ხატის გამო დიდი რეპრესიები გამოიარა, თუმცა სიამაყით აცხადებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც მოახერხა მისი დაცვა.

ბაგრატ ნანსყანს ყველა ,,ხატის მცველს“ უწოდებს. ამ დამსახურებისთვის მას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მადლობის სიგელიც გადასცა მათ ოჯახში სტუმრობისას.
ბაგრატ ნანსყანი წლებია, სიწმინდეს იცავს და უფრთხილდება. მისივე თქმით, ხატის მცველი ღირსეული უნდა იყოს და იმსახურებდეს ამხელა პატივს, ამიტომაც ჯერ კიდევ ფიქრობს ვის გადასცეს ის, ისევ ნანსყანების საგვარეულოში.
http://www.picz.ge/img/s3/1603/17/2/2e5afb809ef2.jpg


ნანსყანების სტუმართმოყვარე ოჯახის კარი ყველასათვის ღიაა. მათ სტუმრობდნენ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს წარმომადგენლებიც, რომლებმაც ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარეს სოფელ ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
http://topnews.com.ge/photo/news/20160317153545.png


შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლები სოფელ ლატალში ,,მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ მიწვევით იმყოფებოდნენ.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 4806-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული ხატი ხონის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრიდან 1923 წელს კომუნისტების მიერ განხორციელებული დარბევის დროს დაიკარგა.
წირვაში, რომელიც პატრიარქმა აღავლინა, მონაწილეობა მიიღო ლიტვის მთავარეპისკოპოსმა ინოკენტიმ. პატრიარქმა დიდი სიხარული გამოთქვა,
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს (გაიგე მთავარი იმერეთში) წარმომადგენლები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ
ხონელმა ხატმწერმა იაგო უგულავამ აღდგომის მარხვის განმავლობაში თამარ მეფის ხატი შექმნა.

ამინდი