'ქართული ჩაის'-ს პრეზენტაცია ქუთაისში
თარიღი : 17-03-2016, 14:13 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში "ქართული ჩაი"-ს პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის მენეჯერმა ლევან უროტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობისა და კოოპერატივების წარმომადგენლებს გააცნო და მათთან ერთად დეტალებიც განიხილა.
პროგრამის მიზანი საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება და ადგილობრივი ჩაის წარმოების ხელშეწყობაა.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ,როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის დაფინანსებას, რომელიც სხვადასხვა სახით განხორციელდება, იურიდიული პირები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მიიღებენ.
ასევე, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს ჩაის პირველადი დამუშავებისთვის დამატებითი საწარმოო მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და ინვენტარი უსასყიდლოდ გადაეცემათ.
პროგრამა "ქართული ჩაი" საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის 15 იანვარს დაამტკიცა.
მარუსა ხურციძე