Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

Harvard-ის უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ოლიმპიადა ქუთაისში

თარიღი : 17-03-2016, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისელ მოსწავლეებს შანსი ეძლევათ Harvard-ის უნივესიტეტის სტუდენტური ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში მიიღონ მონაწილეობა.

Veritas Olympics Harvard-ის სტუდენტურ ორგანიზაციასთან ერთად ატარებს ოლიმპიადას სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისურ ენაში, ქართულ ენასა და მათემატიკაში III-დან XII კლასის ჩათვლით.

Veritas Olympics-ი Harvard-ის მეწარმეთა ორგანიზაციასთან (Harvard College Entrepreneurship Forum) თანამშრომლობს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა ჰარვარდში. ორგანიზაციას 10 წლიანი ისტორია აქვს და ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ასობით წევრი ჰყავს.

ოლიმპიადები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გარკვეული გრაფიკით ტარდება, რომელთა შესახებაც ინფორმაცია Veritas Olympics-ის გვერდზე თავსდება. ქუთაისში ოლიმპიადები სკოლა ,,პროგრესში" ჩატარდება.

ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები ფასიანი პრიზებითა და ინგლისურენოვანი სერთიფიკატებით ჯილდოვდებიან.

,,ორგანიზაცია 2015 წლის მაისში დაარსდა. ქუთაისში პირველად ტარდება და მომდევნო სეზონი უფრო მასშტაბური იქნება, ამიტომ ვურჩევ ქუთაისელ ახალგაზრდებს იაქტიურონ და დარეგისტრირდნენ ოლიმპიადებზე“- განაცხადა topnews.com.ge-სთან საუბარში ქუთაისში ოლიმპიადის დამფუძნებელმა და გენერალურმა მენეჯერმა ლაშა შარიქაძემ.

კლუბმა დიდი წვლილი შეიტანა მრავალი ახალგაზრდა ლიდერის აღმოჩენასა და განვითარებაში, რომელთა რიგებსაც თავისუფლად შეიძლება ქუთაისელი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.


ნანახია: 1185-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას“, „არა სისხლიან ოლიმპიადას“, „არა ოკუპანტის ოლიმპიადას“, - ამ და სხვა სლოგანებით ქალაქის ცენტრალურ
ქუთაისის მერიის განათლების განყოფილების ორგანიზებით, დაბა ურეკში შემეცნებით ბანაკ 'მცირე აკადემიას' მონაწილეები გაემგზავრნენ.
36 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა, რომლებიც ორი კვირით დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან.
ქართულ და ინგლისურ ენებზე შექმნილი ინტერნეტ პორტალი უკვე ფუნქციონირებს.
"სტუდენტური დღეების" გამარჯვებული სტუდენტებისათვის პრიზების გადაცემის შემდეგ, საღამო ,,ოჩოს ქოხის“ კონცერტით გაგრძელდა.

ამინდი