ქუთაისელ მოჭადრაკეებს არაკომფორტული სკამები კომფორტულით შეუცვალეს
თარიღი : 16-03-2016, 18:25 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიის ააიპ სპორტულმა გაერთიანებამ საჭადრაკო სკოლებისათვის რბილი სკამები შეიძინა. ვარჯიშის დროს ნორჩი მოჭადრაკეები ხის მასალისაგან დამზადებულ არაკომფორტულ სკამებზე ისხდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
საჭადრაკო სკოლაში ინვეტარი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ მიიტანეს.
ქუთაისის მერის თქმით, აუცილებელია, რომ სპორტული სკოლები შესაბამისი ინვენტარით იყოს აღჭურვილი.
,,ვფიქრობთ, საჭადრაკო კლუბი ,,მაია“ გავაფართოოთ და შენობის სარემონტო სამუშაოები დავგეგმოთ. ჩვენი სურვილია, ქუთაისში იყოს დიდი საჭადრაკო ცენტრი,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.