სასმელი წყალი ბაყაყებითა და მწერებით-მოსახლეობის მარადიული პრობლემა

რამდენიმე წელია, რაც ქუთაისში, მუხრანის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის გამზირის მე-6 შესახვევში მცხოვრები მოსახლეობა უწყლობის პრობლემას ებრძვის.
ადგილობრივები იძულებული არიან, წყალი რიონჰესის წყალსაცავიდან გამომავალი არხიდან მოიხმარონ, თუმცა მოპოვებული წყალი სასმელად უვარგისია და როგორც მოსახლეობა ამბობს, მისი გამოყენება საკვები პროდუქტებისა და ჭურჭლის დასარეცხადაც კი არ არის მიზანშეწონილი. გარდა ამისა, როგორც ადგილობრივებმა topnews.com.ge-სთან საუბარში აღნიშნეს, წყალს ბავშვების დასაბანადაც კი ვერ იყენებენ.
"იძულებული ვართ ყოველგვარი გაფილტვრის გარეშე მოვიხმაროთ წყალი, რომელშიც ბაყაყების, მწერებისა და ქვეწარმავლების არსებობა აღარავის უკვირს,"-ამბობს მოსახლეობა.
ახალგაზრდობის გამზირის მე-6 შესახვევში საკუთარ დასახლებაში 25 ოჯახი ცხოვრობს. სასმელი წყალი ერთადერთი, საკუთარი სახსრებით ამოჭრილი ჭიდან მოიპოვება. ჭა ზაფხულის ცხელ დღეებში შრება და ადგილობრივებს წლის მოტანა ახლოს მდებარე უბნებიდან საკუთარი მანქანებით უწევთ.
ახალგაზრდობის მე-6 შესახვევში მცხოვრებლები იხსენებენ იმ შემთხვევას, როდესაც ჰესმა წლის მიწოდება შეწყვიტა. მათივე თქმით, ამ დროს ადგილობრივმა ხელისუფლება მათ წყლის გარკვეული მოცულობა მიუტანა, რომელიც ყველა ოჯახისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
უბნის მცხოვრები ლიკა კვაჩიძე ამბობს, რომ იყო შემთხვევა, როდესაც რიონჰესიდან მომავალი წყალი შეწყდა და პრობლემის მიზეზის დადგენა თავად მოსახლეობას მოუწია.
,,დავათვალიერეთ არხი და დავადგინეთ, რომ წყლის შეწყვეტის მთავარი მიზეზი დაბინძურება იყო. არხში აღმოვაჩინეთ ადგილი, სადაც ტომრები, პამპერსები და ნაგვის პარკები ეყარა,"-აცხადებს ლიკა კვაჩიძე.
მოსახლეობის თქმით, მათ ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს. მათივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში წყლისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემების მოგვარების შესახებ ბევრი დაპირება გაიცა, თუმცა როდესაც ადგილობრივებმა რეალურად მიმართეს ხელისუფლებას, დახმარების თხოვნაზე უარი განუცხადეს. პასუხად მიიღეს, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად 2016 წლის ბიუჯეტდან თანხები არ არის გამოყოფილი. განუცხადეს ისიც, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელი წყალმომარაგების კომპანიაა.
,,დედა ეს რა გაწუხებთ, ეს რა წყალს ხმარობთ, -მსგავსი შინაარსის ფრაზები ხშირად გვესმის ადგილობრივი ხელისუფლებისაგან. წინასაარჩევნო დაპირება 100%-ია, ხოლო შესრულება - 0%,“- აცხადებს ახალგაზრდობის მე-6 შესახვევში მცხოვრები ლელა ჩხაიძე.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო რამიშვილმა მოსახლეობის პრობლემასთან დაკავშირებით განაცხადა,რომ ხორციელდება ორი მასშტაბური პროექტი, რომლის მიზანიც ქუთაისის მოსახლეობის 24- საათიანი სასმელი წყლით მომარაგებაა. პროექტს აზიის განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 86 მილიონია. რამიშვილის თქმით, ქუთაისის ყველა უბნის, მათ შორის ახალგაზრდობის გამზირის წყლით მომარაგების პროექტი 2018 წლისთვის განხორციელდება.
ნათია სვანიძე