Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფლისათვის პრიორიტეტული საკითხები გორას და უხუთის მოსახლეობამ აირჩია

თარიღი : 16-03-2016, 12:16 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" მიმდინარეობის ფარგლებში, დღეს გორას და უხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ლაშა გიორგაძე, გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი ავთანდილ ხელაძე, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები დაესწრნენ.

გორას ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარ პრიორიტეტს შიდა საუბნო გზების მოწესრიგება წარმოადგენს. სოფელში ასევე დგას გაზიფიცირების პრობლემა. ამასთან დაკავშირებით გამგებლის მოადგილე ლაშა გიორგაძე ადგილობრივებს დაპირდა, რომ იმ კერძო კომპანიასთან უშუამდგომლებს, რომელიც უშუალოდ აწესრიგებს გაზიფიცირების საკითხებს.

„რაც შეეხება შიდა გზებს, ამ კუთხით განიჭებთ სრულ თავისუფლებას, რომ თავად გადაწყვიტოთ სოფლისთვის გამოყოფილი თანხით რის გაკეთებას დაგეგმავთ. ადგილობრივი ხელისუფლება სრულად დაგემორჩილებათ და შესაბამისი სამსახურები მოახდენს თქვენს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელებას,“ -განაცხადა ლაშა გიორგაძემ.

დღესვე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა უხუთის ადმინსტრაციულ ერთეულში. შეხვედრაზე განიხილეს სოფელში არსებული პრობლემები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე. სოფელ უხუთში მთავარ საკითხს ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღის ახალი შენობის აგება და 2 საბოგირე გადასასვლელის მოწყობა წარმოადგენს.

მოსახლეობასთან საუბარში ლაშა გიორგაძემ აღნიშნა: „როგორც ყველა დანარჩენ სოფელში, მათ შორის აქაც, ადგილობრივები თავად გადაწყვეტენ რის გაკეთებას დაგეგმავენ სოფლისთვის გამოყოფილი თანხით. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" მიზანიც სწორედ ესაა, რომ გავზარდოთ მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობაში.“


ნანახია: 2088-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით ინტენსიურად მიმდინარეობს და
როგორც შეხვედრიდან გაირკვა, წელს ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვან საკითხს შიდა გზების მოწესრიგება წარმოადგენს
საუბარი შეეხო სოფლებში შეხვედრების დაგეგმვასა და პრიორიტეტების წარმოჩენას, ასევე გენდერული თანასწორობის საკითხებს, რადგან როგორც

ამინდი