Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დღეს თუ ხვალ, შეიძლება 'რესპუბლიკელები' ბიძინამ დაიქნიოს"

თარიღი : 16-03-2016, 11:48 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსს ვლადიმერ ნაკაშიძეს რჩევას აძლევს.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე 14 მარტს, ქალაქის ხელისუფლების მისამართით, ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს. 14 მარტს, მერის ადმინისტრაციულ შენობასთან მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორს პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია წარმოადგენდა. გარდა ამისა, მერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებისაკენ მოუწოდეს ქუთაისელმა "ნაციონალებმა", ხოლო "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან ქალაქში, კაფე-ბარ "არგო"-ს მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვეს.

"არ ვაპირებდი ვიკა ნაკაშიძის განცხადებაზე გამოხმაურებას, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის საზღვარი. ვიკა ჩემო ძმაო, როდესაც მე, გოგი წულაიას გია თევდორაძეს და გია გოქაძესთან თანმაშრომლობას მაბრალებ, ალბათ უნდა იცოდე, რომ ჩემი გუშინდელი ბრიფინგის თემა და ქალაქის მერის გადადგომაზე ხელმოწერების შეგროვება, სწორედ თქვენმა საქციელმა განაპირობა, რადგან კონტროლის პალატის დასკვნაში მათი ხელისუფლებაში ყოფნისას მათ საქმეებზეა საუბარი. გამოდის ჩემო ძმაო, რომ ეს თქვენ ხართ მათთან შეკრული, რადგან თქვენ დღევანდელი ქალაქის ხელისუფლება საგულდაგულოდ არ ასრულებთ კონტროლის პალატის მოთხოვნას.

ისე საზოგადოება განსჯის დროთა განმავლობაში ვინ ვისთანაა კოჰაბიტაციაში ან შეკრული.

პ.ს მე მეტს შენს განცხადებას არ გამოვეხმაურები, მაგრამ ვიკა ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემ: დღეს თუ ხვალ შეიძლება "რესპუბლიკელები" ბიძინამ დაიქნიოს და შენ მაინდამაინც ნუ შეაკლავ თავს ამ ხელისუფლებას," - ამბობს წულაია.


ნანახია: 2379-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე 14 მარტს, ქალაქის ხელისუფლების მისამართით,
შოთა მურღულიას გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება.
ქუთაისის მერიასთან ათობით ადამიანი მერის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა.
"დღეს ქუთაისი მოუმზადებელი შეხვდა თოვლის მოსვლას, რამაც გამოიწვია ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება, ჩვენი თანაქალაქებისათვის
„თავისუფალი საქართველო“ ქუთაისის მერიას საბინაო ფონდის შექმნისა და მოქალაქეთა პრობლემებზე რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

ამინდი