Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მერი კახიანი:ნუ გარდაიქმნებით თოფურიძე-თევდორაძის კლანური დაჯგუფების მარიონეტებად

თარიღი : 21-10-2013, 11:26 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, 13:00 სთ-ზე ქალაქის მერიის ეკონომიკური სამსახურის ყოფილი სპეციალისტის მერი კახიანის სარჩელის განხილვა გაიმართება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულია ჩემი სააპელაციო სარჩელის განხილვა ქუთაისის მერიის წინააღმდეგ.
"სამწუხაროდ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ბატონი მაკარიძე არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და უბრალოდ ვერ გაბედა, ბოლომდე დაეკმაყოფილებინა ჩემი სასარჩელო მოთხოვნა. მან მხოლოდ ბათილად ცნო ქუთაისის მერის ბრძანება ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დააბრუნა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ვიმედოვნებ, რომ დღეს სააპელაციო სასამართლო იქნება კომპეტენტური და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს! წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობის აღსადგენად!," - ამბობს კახიანი.
მერიის ყოფილი თანამშრომელი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს კოტე ლომიძესა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მეორედ დანიშნულ ირინა სახელაშვილს მიმართავს.
"ნუ გარდაიქმნებით თოფურიძე-თევდორაძის კლანური დაჯგუფების მარიონეტებად და დადექით კანონიერებისა და სამართლიანობის მხარეს! ნუ მისცემთ საშუალებას სააპელაციო სასამართლოში ქუთაისის მერიის „ინტერესების დამცველებს“: ირაკლი გიორგაძესა და ნინო ცხოვრებაძეს ურცხვად წარდგნენ სასამართლოს წინაშე! პატივი ეცით კანონს და ასევე ზნეობას და დაიცავით სამართლიანობა!," - ამბობს მერი კახიანი.


ნანახია: 2239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერი კახიანის თქმით, მურღულიამ სისხლის სამართლის ორი დანაშაული ჩაიდინა. პირველ იეს არის სამსახურებრივ სიყალბე. კახიანის თქმით,
მოსამართლე ვერა დოლიძე რეორგანიზაციის შემდეგ საბინაო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნული გენადი კუჭუხიძის მეუღლეა. გენადი
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, სააპელაციომ პროკურატურის მოთხოვნა კვლავ არ დააკმაყოფილა, ხოლო თემურ ცამციშვილის სააპელაციო
ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ყოფილი მთავარი სპეციალისტი თეკო ჭეიშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ
ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი მერი კახიანი სამსახურში აღდგენას ელოდება. კახიანმა, რომელიც გასული წლის ზაფხულში,
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყოფილი თანამშრომლების- დავით ცაგარეიშვილისა და

ამინდი