Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფლების-წიფისა და ღარიხევის მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია

თარიღი : 15-03-2016, 19:08 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წიფისა და ღარიხევის მოსახლეობამ სოფლისათვის პრიორიტეტული საკითხები შეარჩია.

,,სოფლის მხარადამჭერი პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ღარიხევსა და წიფაში გაიმართა. შეკრებილ მოსახლეობას პროგრამის შესახებ ბაზალეთის დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი და გამგებლის წარმომადგენელი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ ჭიპაშვილი ესაუბრნენ. ორივე სოფლის მოსახლეობა საერთო პროექტზე შეჯერდა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფელ ღარიხევში გზის გარკვეულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება. ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, სოფელ ღარიხევში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ასევე მოეწყობა გარეგანათების ქსელი.

წიფის მოსახლეობას "სოფლის მხარადაჭერის პროგრამის" ფარგლებში 4 ათასი ლარი, ხოლო ღარიხევს 5 ათასი ლარი გამოეყო.


ნანახია: 2268-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ თოფურიძემ სოფლის ცენტრალური გზის კეთილმოწყობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მისი გამგებლობის პერიოდში ათეულობით სოფელში

ამინდი