'გირჩი' ქუთაისის მერიისგან მილიონი ლარის განკარგვის სქემას ითხოვს
თარიღი : 15-03-2016, 19:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი" ქუთაისის მერიას თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონი ლარის განკარგვის სქემას სთხოვს.
"თითქმის ერთი თვეა ქუთაისის მერია ვერ გვცემს პასუხს თუ როგორ დაიხარჯება უსახლკარო ადამიანებისათვის გამოყოფილი მილიონი ლარი და რა პრიორიტეტების მიხედვით შეარჩევენ ბენეფიციარებს. ამ დრომდე კი ათეულობით უსახლკარო ოჯახი ელოდება რეალური ნაბიჯების გადადგმას. უმეტეს მათგანს არ გააჩნია სიცოცხლისათვის აუცილებელი ელემენტარული პირობები," - აცხადებს "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით უნდა მიმართოს.