'სპეციალურ სერვისებს' გერმანელი სტუმრები ეწვივნენ
თარიღი : 15-03-2016, 18:50 | კატეგორია: ახალი ამბები

გერმანიის განვითარების ბანკის (kfw) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი სახელწოდებით- "ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა." პროექტის ფრაგლებში, ინფორმაციების გაცვლისა და ინტენსიური თანამშრომლობის მიზნით, ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებს" პროექტის წარმომადგენლები ეწვივნენ. ორმხრივი შეხვედრა სტუმრებსა და "სპეციალური სერვისების" გენერალურ დირექტორს შორის რამდენიმე საათს გაგრძელდა. შეხვედრაში მონაწილეობა ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტმა რენე ბოსტერმა და ჰაკან მატმა, როგორც ფინანსური მართვის საერთაშორისო ექსპერტებმა მიიღეს. ოფიციალურ საქმიან შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაციები გაცვალეს და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის კუთხით ისაუბრეს.