ქუთაისში, ტრენინგზე გაფიცვების პრევენციის მექანიზმებზე მსჯელობენ
თარიღი : 15-03-2016, 18:40 | კატეგორია: ახალი ამბები

გაერთიანების დავის უფლებასა და შრომითი დავების გადაწყვეტის მექანიზმებზე ქუთაისის მერიაში ორდღიანი ტრენინგი ტარდება, რომლის ორგანიზატორიც „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაა“.
ტრენინგზე კონკრეტულად ის დავები განიხილება, რომლებიც ბოლო პერიოდში იმერეთის რეგიონისათვის აქტუალურია. შეხვედრა მიზნად მონაწილეთა ცოდნისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებასა და ცივილური მეთოდებით გადაწყვეტის შესაძლებლობების განვითარებას ისახავდა. ტრენინგზე მონაწილეებმა სარეკომენდაციო შინაარსის კონსულტაციებიც მიიღეს.
„ვიხილავთ იმ კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც ჩვენს საწარმოებშია და რომელიც, ხშირ შემთხვევაში, გაფიცვებს იწვევს ხოლმე. გაფიცვების პრევენციის გარკვეულ მექანიზმებზე ვსაუბროთ იმისათვის, რომ მზად ვიყოთ დასაქმებული და დამსაქმებელი მხარე და თავიდან ავიცილოთ მწვავე გართულებები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ქეისები და ვიხილავთ მათ,"-განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა და შრომის სამართლის ექსპერტმა მიხეილ კორძახიამ.
ორდღიან ტრენინგზე რეგიონებში არსებული მსხვილი კომპანიების უმეტესობა არის წარმოდგენილი. კორძახიას განცხადებით, მსგავსი შეხვედრის ჩატარება კიდევ ორ რეგიონში იგეგმება.
მარუსა ხურციძე