Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა დაიწყო

თარიღი : 15-03-2016, 16:45 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა დაიწყო.

პროექტის ინიციატორი ქუთაისის მერიის სიციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურია. პროგრამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული პროექტი 38 საჯარო და 8 კერძო სასწავლო დაწესებულებაში განხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებს პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით, ქირურგიული და ორთოპედ-ტრავმატოლოგიური გამოკველევები უტარდებათ. მეოთხე და მეხუთე კლასებში კი ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ემატება.

მიმდინარე წლისათვის პროექტში სიახლე შევიდა და მას მეშვიდე კლასელებისთვის ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული და დოპლეროგრაფიული კვლევის ჩატარება დაემატა.

ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს დეპუტატი ზაზა ლომინაძე მესამე საჯარო სკოლაში მიმდინარე პროფილაქტიკური კვლევებს პირადად დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა გასულ წელსაც მიმდინარეობდა.


ნანახია: 2166-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს.
ქუთაისის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს.
სამედიცინო აქცია 38 საჯარო და 8 კერძო სკოლაში მიმდინარეობს.
გამოკვლევები ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო (საჯარო და კერძო) სკოლების პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეშვიდე კლასის
სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება 38 საჯარო და 11 კერძო სკოლის 13000-მდე მოსწავლეს.
ქუთაისის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი განახლდა.

ამინდი