ქუთაისში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ ტრენინგი ჩატარდა
თარიღი : 15-03-2016, 15:55 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრმა ქუთაისში ტრენინგი ჩაატარა.
პროექტის "vote smart"-ის ფარგლებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილეს.
,, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის ფარგლებში ხდება. ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავუზიარეთ ერთმანეთს,''- განაცხადა სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის თავმჯდომარემ და ტრენინგის მონაწილე ნუგზარ კოხრეიძემ.
პროეტის ფარგლებში ტრენინგების ჩატარება 11 თვის განმავლობაში იგეგმება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც განკუთვნილი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების, ახალგაზრდებისა და მედია წარმომადგენლებისათვის.
პროექტის მონაწილე ახალგაზრდებისთვის საგრანტო კონკურსი, ხოლო სამიზნე ჯგუფებიდან საუკეთესო მონაწილეებისთვის სასწავლო ტური თბილისში მოეწყობა. ასევე, დაფინანსდება 5 საუკეთესო პროექტი.
მარუსა ხურციძე