სოფელ მაღლაკის მოსახლეობას ხელისუფლებასთან პრეტენზიები აქვს
თარიღი : 15-03-2016, 14:39 | კატეგორია: ახალი ამბები

სოფელ მაღლაკის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილობრივები მე-20 (ჟორჟოლიანების) უბანში გამგეობისგან გზის დაგებას, გაზის შემოყვანასა და გარე განათების მოწესრიგებას ითხოვენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა მაღლაკის ადმინისტრაციულ ერთეულში განაცხადა, რომ გაზისა და გზის პრობლემის მოწესრიგება მიმდინარე წლის გაზაფხული-ზაფხულიდან დაიწყება. გარე განათების მოწესრიგება კი მისივე თქმით, მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
"დღესდღეობით გაკეთებულია გაზის პროექტი, რომელიც გასულ წელს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მიზეზების გამო შეფერხდა და დღედღეზე ველოდებით დაწყებას, რის შემდეგადაც 1600 ოჯახს უნდა მიეწოდოს გაზი. გზა გეგმაში ჩასმულია, გამოცხადდება ტენდერი და ზაფხულისთვის აუცილებლად გაკეთდება. რაც შეეხება გარე განათებას, ეს ჩვენი სოფლის პრიორიტეტი არ არის, რაც ნიშნავს, რომ არ არის ამდენი საშუალება,"- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ მაღლაკში თენგიზ ნიჟარაძემ.
მარუსა ხურციძე