ქუთაისში 'სადა ხარ, ჩემო სულიკო'-ს ჩვენება გაიმართა
თარიღი : 15-03-2016, 14:20 | კატეგორია: ახალი ამბები

,,ხშირია ქალების ღვაწლის იგნორირება კულტურის სფეროში,’’- განცხადება რეჟისორმა ლია ჯაყელმა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საკუთარი ფილმის- ,,სადა ხარ, ჩემო სულიკო’’-ს ჩვენებაზე გააკეთა.
დოკუმენტური ფილმი ქართული სიმღერის ,,სულიკო’’-ს ისტორიასა და მისი ავტორის შესახებ მოგვითხრობს. საქართველოს ინტელექტუალური ისტორიის გაცოცხლებისა და შენახვის საქმეში ნამუშევარს მნიშვლოვანი ადილი უკავია.
,,ძალიან მიხარია, რომ ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ვაწყობ ფილმის ჩვენებას. ის ეძღვნება ყველა იმ ქალს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში,’’- განაცხადა ლია ჯაყელმა.
ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც ფილმის ავტორი და რეჟისორი ლია ჯაყელი გაუძღვა.
ქალთა ისტორიის თვე სხვადასხვა ქვეყანაში ყოველ წელს აღინიშნება, რომლის მიზანიც ისტორიიდან გამქრალი ქალების როლისა და მნიშვნელობის ხელახალი დამკვიდრებაა. რამდენიმე წელია, რაც ქალთა ისტორიის თვეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებიც აღნიშნავენ.
ნათია სვანიძე