Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"პოლიტიკა პროსტიტუციის უზენაესი ფორმა, ხეირიანი ბოზობის გაკვალული გზაა"

თარიღი : 15-03-2016, 12:00 | კატეგორია: სხვადასხვა   
topnews.com.ge
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალების გამოქვეყნებას მსოფლიო ჩემპიონი ბესო მიქელთაძე სოციალურ ქსელში აფასებს. მიქელთაძე აღნიშნულს არჩევნების მოახლოებას უკავშირებს და აცხადებს, რომ მსგავსი ვიდეო ბევრი იქნება.

"მიზანი ამართლებს საშუალებას. ეხ რას იზამთ, ძალიან ცუდი დრო მოდის. მოდის დრო, როდესაც პოლიტიკური საპირწონე პირადს ჩაგრავს და აბუჩად იგდებს. ეს არჩევნების დროა. პოლიტიკამ და არჩევნებმა საუბედუროდ არავის დანდობა არ იცის, არ ინდობს იმ ხალხს, ვისაც მასთან შეხება ჰქონია ან ეხლა უნდა შეეხოს. პოლიტიკა პროსტიტუციის უზენაესი ფორმაა, ანუ ხეირიანი ბოზობის გაკვალული გზაა, გაყიდვის დრო, უკადრისის კადრულობის დრო, ანუ იყიდება ყველაფერი, რაც მანამდე არ იყიდებოდა.

არჩევნები ის მეცნიერებაა, სადაც ადამიანის გახდაა მთავარი. იქ არავინ ჩაგაცმევს, ესეა ყველგან, არჩევნების დროს იფინება ყველაფერი. მნიშვნელობა არა აქვს, გამოფენილი ნაგავი სწორია თუ ტყუილია, გახდილი საცვალი შენია თუ სხვისას გტენიან. მთავარია, ვინ მეტ ნაგავს გამოაფენს, მთავარია რამდენად მეტ ოპონენტს გააბანძებ და როგორ. საბოლოოდ მას რჩება ყველაფერი, ვინც მეტ ნაგავს გამოაფენს. ერთიცაა, განავალს ისე ვერ გადაყრი, თავადაც რომ არ აგიმყრალდეს ხელები, მაგრამ ამას ამ დროს არავინ არაფრად აგდებს, საკუთარ დასვრილ ხელებს არ უყურებენ, ეს შემდეგ ჩნდება, დასვრილ-დათითხნილ ხელებზე ,როდესაც ხელები ამყრალებას იწყებენ. აქ შედეგია მთავარი. აქ ყველა ყველაფერს კადრულობს, კადრულობდა და იკადრებს. კადრულობს იმისათვის, რომ შემდეგ შენ დაგაბრალონ. აქ მიზანი საშუალებას ამართლებს.

ასე რომ, ესეთი ტყუილ-მართალი კიდევ უამრავი იქნება ნოემბრამდე. შემდეგ მომავალი 4 წელი ქვეყანა ჩაწყნარდება, ეხლა საკითხავი მხოლოდ ისაა, შემდეგი პოლიტპროსტიტუციის მსხვერპლი ვინ იქნება. ვინ იქნება გახდილი შემდეგი. შემდეგს ვის პორნოს ვიხილავთ. დარწმუნებით კი ერთს გეტყვით: ესეთი ალბათ კიდევ ბევრი იქნება.ასე რომ, არ გაგიკვირდეთ. ამ პორნოებს რაც შეეხება, აჯობებს თუ არ უყურებთ," - წერს მიქელთაძე.


ნანახია: 2451-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'არჩევნების ანატომიის' ავტორის თქმით, ერთი მმართველობის მეორით ჩანაცვლება არა ძალმომრეობით, არამედ სისტემური ცვლილებების გზით
მსოფლიო ჩემპიონი და წიგნის- 'არჩევნების ანატომიის' ავტორი ბესო მიქელთაძე დეპუტატებს მიმართავს. მიქელთაძე მათ პარლამენტის
მსოფლიო ჩემპიონი და წიგნის-"არჩევნების ანატომიის' ავტორი ბესო მიქელთაძე უნივერსიტეტების რეიტინგის შესახებ წერს.
მიმართვაში მიქელთაძე 290-ე ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ საუბრობს.
მიქელთაძე ამბობს, რომ ეწინააღმდეგება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანას

ამინდი