Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის გამგებელმა სოფლების-ზეინდრის, სალომინაოსა და ფერეთას მოსახლეობის პრობლემები მოისმინა

თარიღი : 15-03-2016, 11:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” მოსახლეობასთან რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა, ზეინდრის, სალომინაოს და ფერეთას ადმინისტრაცუილი ერთეულის ადგილობრივ მოსახლეობას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი, გამგებლის პირველი მოადგილე ლაშა გიორგაძე, გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფლების უფროსი ავთანდილ ხელაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარ პრობლემას წყალმომარაგების საკითხი წარმოადგენს. ასევე, პრიორიტეტულია საუბნო გზების მოწესრიგება, საბოგირე გადასასვლელის მოწყობა და სანიაღვრე სისტემის გაწმენდა.

რაც შეეხება სალომინაოს, აქ ძირითად საკითხად დგას ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. როგორც გამგებელმა ზაზა ხურციძემ მოსახლეობასთან საუბარში აღნიშნა, მიმდინარე წლის ზაფხულში აუცილებლად დასრულდება ცენტრლურ გზაზე ასფალტის საფარის დაგება და მიმდინარე წელსვე მოხდება სალომინაოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფერეთას ადმინისტრაციულ ერთეულშიც იმყოფებოდნენ. ადგილობრივების თქმით, სოფელში არსებულ პრობლემებს წარმოადგენს: შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, საბოგირე გადასასვლელის და სანიაღვრე არხების გაწმენდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით ინტენსიურად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში დასრულდება.


ნანახია: 1817-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ლაშა გიორგაძე, გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების
როგორც შეხვედრიდან გაირკვა, წელს ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვან საკითხს შიდა გზების მოწესრიგება წარმოადგენს

ამინდი