ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ქველმოქმედება-რას ჰყვება ლიმნებით მოვაჭრე ბიჭი?
თარიღი : 14-03-2016, 18:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში მცხოვრები ბაჩო ქათამაძე, რომელიც საკუთარ თავსა და ოჯახს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ლიმნების გაყიდვით არჩენს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის ქველმოქმედებაზე წერს.
"მე ბაჩო ვარ, ქალაქში ლიმონებს ვყიდი და ოჯახს ასე ვარჩენ. ერთ დღეს რომ წვიმდა, ქალაქში ვიჯექი, ლიმონს ვყიდდი და მანქანამ გააჩერა. ერთმა კაცმა მთლად იყიდა ლიმონები და სახლში წამომიყვანა. გზაში მკითხა რამე ხომ არ გჭირსო. რომ ვუთხარი თავის ტკივილი და სხვა ავადმყოფობები, მეორე დღეს ექიმთან წამიყვანა და წამლებიც მიყიდა. მამა როცა გარდამეცვალა, გვერდში მედგა. სამსახურში რომ მიმიყვანა მერე გავიგე, საკრებულოს თავმჯდომარე დათო დვალი მეხმარებოდა თურმე. სხვადასხვა ადამიანებიც დაინტერესდნენ ჩემით და საჩუქრებიც გამიკეთეს. მადლობა ყველას და მადლობა დათო ბიძიას. მე მჯერა, რომ ასეთი ბევრი ადამიანი არსებობს და მივა სხვა ბავშვებთანაც," - ამბობს ბაჩო ქათამაძე.