იუსტიციის მინისტრმა სოფელ დიდ ჯიხაიშში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
თარიღი : 14-03-2016, 18:19 | კატეგორია: მთავარი თემა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ დიდ ჯიხაიშში 32-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.
აღნიშნული ცენტრის დახმარებით, ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო მომსახურება სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს. ასევე, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით, საკონფერენციო დარბაზითა და ბიბლიოთეკით.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში 4500 ადამიანი ცხოვრობს. სოფელში 2 საჯარო სკოლა, 2 ბაგა-ბაღი, სახელოვნებო სკოლა, ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯი, ბიბლიოთეკა და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს.
,,მე მიხარია, რომ მსგავსი ცენტრები მხოლოდ დიდ ქალაქებში აღარ ეწყობა და პატარა რაიონებში, მით უფრო პატარა სოფლებშიც იხსნება,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.