ქუთაისის ხელისუფლებამ დამსახურებულ წყალბურთელს იუბილე მიულოცა
თარიღი : 14-03-2016, 18:05 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერმა დამსახურებულ ოსტატს წყალბურთში მიხეილ გიორგაძეს 55 წლის იუბილე მიულოცა.
,,დიდი წარმატება დიდი შრომის შედეგია. მიხეილ გიორგაძის მსგავსი ადამიანები საამაყოა არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მთელი ქვეყნისათვის,"- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
დამსახურებულ წყალბურთელს ქალაქის მერმა ფულადი საჩუქარი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ,,ვეფხისტყაოსანი'' გადასცა.
მიხეილ გიორგაძე იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის წყალბურთში და საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის მეორე ადგილოსანი (საქართველოს ნაკრები). გარდა ამისა, 1981 წელს მსოფლიო თასის მფლობელი, 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონი, 1983, 1985 და 1987 წლებში კი ევროპის ჩემპიონი გახდა. მიხეილ გიორგაძემ 1987 წელს უნივერსიადის ჩემპიონის და 1988 წლის ოლიმპური თამაშების პრიზიორის ტიტული მიიღო.
ნათია სვანიძე