Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრეზიდენტის სასახლესთან გამოსამშვიდობებელი აქცია –ნახვამდის ბატონო პრეზიდენტო! გაიმართება

თარიღი : 20-10-2013, 23:50 | კატეგორია: სხვადასხვა   
topnews.com.ge
პრეზიდენტის სასახლესთან 25 ოქტომბერს გამოსამშვიდობებელი აქციის გამართვა იგეგმება. აქციის, სახელწოდებით "ნახვამდის ბატონო პრეზიდენტო!" ორგანიზატორია მოძრაობა "პატრიოტებია". როგორც ისინი აცხადებენ, აქციის მიზანია, მადლიერების გამოხატვა იმ დადებითისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ ქვეყანას მოუტანა. მათივე თქმით, სურთ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, რომ საქართველოს მოქალაქეები საღად აზროვნებენ და აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ამ ადამიანის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ მიაღწია.
"აქციით მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში მიღწეული პროგრესისა და წარმატებებისთვის როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით იმ დადებითისთვის, რაც ამ ადამიანის მმართველობამ ქვეყანას მოუტანა", - აცხადებენ მოძრაობა "პატრიოტებში".
აქციას სიმბოლური ხასიათი ექნება და 25 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება.


ნანახია: 1734-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სააკაშვილის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას ქუთაისის აერპორტი შეიძლებოდა წლების მერე გაეხსნათ.
ექს-პრეზიდენტის თქმით, დასავლეთ საქართველოს რეგიონის განვითარებისთვის და დეცენტრალიზაციის მიზნით, აუცილებელია პარლამენტი
„დარჩა ოთხი დღე“, „მიშა ციხეში“- მსაგვსი შინაარსის წარწერებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა,
პარტიის წევრები და მხარდამჭერები ქუთაისში, სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ

ამინდი