Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროექტ ,,ბიბლიოფილია“-ს შეჯამება სკოლა ,,გონი“-ში

თარიღი : 14-03-2016, 17:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
იაკობ გოგებაშვილის სახელობის #1 სასწავლებელში (ყოფილი სკოლა „გონი“) გაიმართა პროექტ „ბიბლიოფილიის“ შემაჯამებელი ღონისძიება.

პროექტი დეკემბრის თვეში დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობები. კერძოდ, საბიბლიოთეკო სივრცის მოწყობის შემდეგ გაიმართა კითხვის კვირეული-უფროსკლასელები კითხულობდნენ უმცროსკლასელებისთვის. ამ აქტივობაში ასევე ჩართულები იყვნენ მშობლები და მასწავლებლები, შედგა სასწავლო ვიზიტი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში და მოეწყო შეხვედრა წარმატებულ მკითხველთან.

„ბიბლიოფილია“ განხორციელდა ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის #1 სასწავლებელის სამოქალაქო კლუბის „გონიერი თაობის“ ინიციატივით, პროექტ „მომავლის თაობაში“ ჩართული სკოლებისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International-ი USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

ბიბლიოთეკას გრანტის ფარგლებში გადაეცა ავეჯი. წიგნადი ფონდი კი საჩუქრად გადასცა: შპს „მკითხველმა“, გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,სპორტის,განათლების,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა.

,,პროექტი დაფინანსდა საკლუბო ინიციატივის ფარგლებში. სკოლაში საერთოდ არ იყო ბიბლიოთეკა და მოსწავლეებს უწევდათ სხვა საბიბლიოთეკო სივრცით ესარგებლათ,რაც გარკვეულწილად,სირთულესთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც ვფიქრობ,ამ პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ,,გონი“-ს მოსწავლეებისთვის“- განაცხადა სკოლაში სამოქალაქო კლუბის მეურვემ და პროექტის ხელმძღვანელმა მაკა კაჭკაჭიშვილმა

პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩამოყალიბდა ლიტერატურული კლუბი, რომელიც იქ განთავსებულ წიგნების ფონდთან ერთად თავისუფალია ყველა მსურველისთვის.


ნანახია: 2497-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კვირეულის ფარგლებში 20–მდე ღონისძიება გაიმართება.
შოთა მურღულიამ ყველა პირველკლასელის სასწავლო ოთახი მოინახულა და ყველა ჯგუფს ქართველი კალიგრაფების მიერ შესრულებული ,,გალობანი
კომპანია 'მკითხველი' ერთი წელია რაც დაარსდა და უკვე ჩართული იყო ორ ფართომასშტაბიან პროექტში. კერძოდ, 'წიგნი გისოსს მიღმა' და
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ

ამინდი