ქუთაისელმა სტუდენტებმა თბილისელი სტუდენტების მხარდასაჭერად მორიგი აქცია გამართეს
თარიღი : 14-03-2016, 16:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს სტუდენტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
"ახალგაზრდა სოციალისტების" ორგანიზებით წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფმა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მხარდასაჭერად უკვე მეორე აქცია გამართა. თსუ-ს სტუდენტები თვითმმართველობის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და კანცლერის ახალ კანდიდატურას აპროტესტებენ.
წერეთლის სტუდენტებმა აქციაზე ყურადღება თავიანთ უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილეს.
"სოლიდარობას ვუცხადებთ ამ სტუდენტებს, რომლებიც ამ საშინელი რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. ეს არ არის არა თსუს, არამედ მთელი საქართველოს პრობლემა. უნდა ვიბრძოლოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად თუ გვინდა, რომ ჩვენი მომავალი უკეთესი იყოს,"- განაცხადა აქციის წევრმა საბა ხიდეშელმა.
მარუსა ხურციძე