'ევროპა ჩვენი სახლია' ქუთაისში კაფე 'არგო'-ს მშენებლობას აპროტესტებს
თარიღი : 14-03-2016, 15:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში კაფე-ბარ "არგო"-ს მშენებლობის შეწყვეტას ითხოვს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული მშენებლობა გარკვეული პოლიტიკური პირების ინტერესებში შედის. ასევე, შიშობენ, რომ ქალაქისთვის სახიფაო ტენდეცია გაგრძელდება და შეიძლება მომავალში ,,ოქროს ჩარდახში"-ც კაფე გახსნან.
,,ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კულტურას. მართალია, რაღაც უნდა აშენდეს, მაგრამ ამის გაკეთების უფლება აქვთ თავისუფალ ბიზნესში მყოფ პირებს და არა სახელმწიფო მოხელეებს,",- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენელი გია გოქაძე.
გია გოქაძის განცხადებით, სახეზეა საქმიანი გარიგება, რომელშიც საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის ნიკა ლატარიას, ქალაქის მერის შოთა მურღულიასა და "პატრიოტთა ალიანსი"-ს ლიდერის გოჩა თევდორაძის ინტერესები იკვეთება.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ნათია სვანიძე