Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

,,ქუთაისის მერი ან იტყუება ან ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება''

თარიღი : 14-03-2016, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
,,ქუთაისის მერი ან იტყუება ან ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება,''- განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი გია თევდორაძე აკეთებს.

თევდორაძის თქმით, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა"-მ ქალაქის მერს შეთავაზა, პარლამანტის მიმდებარე ტერიტორია შეეტანა დასასუფთავებელ ობიექტთა სიაში, რომლის განხორციელებასაც მხოლოდ საკრებულოს თანხმობა სჭირდება.

,,ჩვენს შეთავაზებას ქუთაისის მერმა ცინიკური პასუხი გასცა. მისი თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია არც კერძო საკუთრებაა და არც მუნიციპალური",- აცხადებს გია თევდორაძე.

"ნაციონალურ მოძრაობა"-ში აცხადებენ, რომ პარლამეტის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და ამ ინფორმაციის მიღება საჯარო რეესტრის ვებ გვერდზე ნებისმიერი დაინტერსებული პირისათვის არის შესაძლებელი.

მოძრაობის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი გია თევდორაძე მოუწოდებს ქალაქის მერს, გაერკვეს სიტუაციაში და დროულად იზრუნოს აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებაზე. თევდორაძე დახმარებას სთავაზობს ქალაქის მერს და ასაჯაროებს დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება და მართვა.

გია თევდორაძის განცხადებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ პარტალამენტის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე დღის წინ სახელმწიფოს კუთვნილებაში გადავიდა და ადგილობრივი ხელისუფლება მასზე ხმოლოდ იმ შემთხვევაში იზრუნებს, თუ ტერიტორიას სკვერის სტატუსი მიენიჭება.


ნათია სვანიძე


ნანახია: 2078-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ მოძრაობის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა გია თევდორაძემ Topnews.com.ge-თან საუბრისას განაცხადა.
თევდორაძის თქმით, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებს, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიიის ოფისის დარბევა
თევდორაძის თქმით, ქალაქის მერია და საკრებულო პოლიტიკურ ბაზარს დაემსგავსა, ხოლო საკრებულოს წევრები კი თევდორძის თქმით,
თევდორაძე იმედოვნებს, რომ ტყემალაძის ეს განცხადება საახალწლო ხუმრობა იყო.
თევდორაძის თქმით, მას არ ახსენდება ქალაქის არცერთი პირველი პირი, რომელიც ასე ზურნავდეს, ქალაქის დაკნინებაზე, როგორც მურღულია.
ქუთაისში, ქალაქის მერიის შენობის გვერდით მდებარე შრომის მემორიალი რეაბილიტაციას, ხოლო მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგებას საჭიროებს.

ამინდი